კვერნაკის დასახლებაში სკოლიდან მიმავალ მოსწავლეს მანქანა
დაეჯახა.
შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. 9 წლის მოზარდი ქუჩის
ერთი მხრიდან მეორეზე გადადიოდა.
,,საბედნიეროდ, მანქანის სიჩქარე ისეთი დიდი არ აღმოჩნდა, რომ უფრო
მძიმე შედეგი მიგვეღო. ზურგიდან დაარტყა მანქანამ და წაქცევის დროს
ჩვენმა მოსწავლემ დაზიანებები სახის არეში მიიღო" - გვითხრა სკოლის
დირექტორმა.
ექიმების განცხადებით, მოსწავლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მძღოლის განცხადებით, მანქანა გზის სავალ ნაწილზე 40 კმ/სთ სიჩქარით
მოძრაობდა.
,,ორივე მხარეს სხვა მანქანები იდგა. მე დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით
ვმოძრაობდი. მოულოდნელად ბავშვმა გადმოირბინა, დავამუხრუჭე, მაგრამ
ხრეშიანი გზის გამო, გაჩერება ვერ მოხერხდა. ბავშვი მე თვითონ
გადავიყვანე საავადმყოფოში" - აცხადებს მანქანის მძღოლი.
მისი თქმით, ის კვერნაკის
დასახლებიდან მოძრაობდა და არა ბავშვთა საავადმყოფოს მხრიდან.
სტატიის გამოყენების პირობები