აირჩიე ირაკლი ალასანია გორის უკეთესი მომავლისთვის (R)
20:38 / 05.10.2016
მინდა მივმართო გორელებს, ადამიანებს, ვისი მხარდაჭერაც ყველაზე მეტად
მჭირდება. როგორც წესი, საქართველოს ხელისუფლებაში მთავრობები მოდიან
დიდი ხმაურით, ხოლო წასვლისას მხოლოდ ხალხის იმედგაცრუებას
ტოვებენ.
ამ პრინციპით მოქმედებდა "ნაციონალური მოძრაობის" ავტორიტარული
ხელისუფლება, ამავე გზას მიჰყვება "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი
უმოძრაობა.
ჩვენ აღარ გვინდა არც ერთი, არც მეორე. ჩვენ გვინდა ცვლილება, მაგრამ
ცვლილება ვერ მოხდება უკეთესი ეკონომიკის გარეშე.
ძალიან ზოგად ცნებად ეს ჟღერს, მაგრამ მე და ჩემი გუნდი საკმარისად
კომპეტენტურები, გამოცდილები და მოტივირებულები ვართ, რომ გადავდგათ
კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, ჩვენი ქვეყნის
გამთლიანებისთვის. დღეს არავინ აქცევს ყურადღებას ისეთ ქალაქებს,
როგორიცაა გორი.
ჩემი მიზანია, რომ გორმა მაქსიმალურად გამოამჟღავნოს თავისი
პოტენციალი, შეუმუშავდეს ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, შეიქმნას სამუშაო
ადგილები. რაც უფრო მეტ ქალაქში აღორძინდება საქართველოს გულისცემა,
მით უფრო გამოცოცხლდება ჩვენი სამშობლოც.
ირაკლი ალასანია
გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
სტატიის გამოყენების პირობები