ახალი ამბები
ევროკავშირის პროექტში კასპიდან 7 საწარმო გაერთიანდა
კასპში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბი ჩამოყალიბდა, რომელშიც შვიდი ადგილობრივი საწარმო გაწევრიანდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის კოორდინატორმა აცნობა.

მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირის პროგრამა ,,მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" ხორციელდება, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს ,,რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი საქართველოში "

პროექტი გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO)-ს ეკუთვნის, რომლის მიზანია ქართულ საწარმოებში რესურსების (ენერგია, ნედლეული, წყალი) უფრო ეფექტურად გამოყენება და გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესება.

კლუბში გაერთიანებულმა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებმა 2016 წლის მარტი-ივლისი პერიოდში გაიარეს ტრეინინგ კურსი და შეიმუშავეს ე.წ.რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სამოქმედო გეგმები.

ამ გეგმების განხორციელება ხელს შეუწყობს საწარმოებს დაზოგონ რესურსები და ნედლეული, შეამცირონ გარემოზე ზემოქმედება და ამ გზით მიიღონ ეკონომიკური სარგებელიც, მოვიდნენ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები