ახალი ამბები
სტალინის გამზირზე ასაკოვან მამაკაცს მანქანა დაეჯახა
დღეს საღამოს სტალინის გამზირზე 80 წლამდე ასაკის მამაკაცს მანქანა დაეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ შავი ფერის ავტომობილს წინა მხარეს მინა ჩაემტვრა.

ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახურის სპეციალისტებმა იმუშავეს.

შემთხვევა სტალინისა და თამარ მეფის გამზირის გადაკვეთაზე მოხდა.

დაშავებული ჯერ გორმედის საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები