ახალი ამბები
კანდიდატები გორსა და გორის რაიონში
ქალაქ გორში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 13 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგისტრირებული, ხოლო რაიონშიც ამდენივე.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საოლქო კომისიიდან აცნობეს.

ქალაქ გორის 41-ე მაჟორიტარულ ოლქში 41 უბანი და 49 455 ამომრჩეველია.

ქალაქ გორში კანდიდატები არიან:

შოთა წკრიალაშვილი - „პაატა ბირჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“
ვახტანგ რაზმაძე - „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა“
ალექსი გოგლიძე - „ერთიანი ნაციონალურიმოძრაობა“
მამუკა ნოზაძე - „პატრიოტთა ალიანსი“
ვლადიმერ სავანელი - ,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია"
თამაზ ჯალაღონია - „საქართველოს კომუნისტური პარტია სტალინელები“
ზაზა გიგაური - „დავით თევზაძე საქართველო მშვიდობისთვის“
ნიკოლოზ ოთინაშვილი - „საქართველო“
სვეტლანა კასაევა - ,,საარჩევნო ბლოკი „თოფაძე ‐  მრეწვე ლები, ჩვენი სამშობ ლ ო”
გურამ მჭედლიძე - „ეროვნული ფორუმი“
ირაკლი ალასანია - „თავისუფალი დემოკრატები“
იოსებ მაკრახიძე - „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“
ირაკლი ოქრუაშვილი - საინიციატივო ჯგუფი

რაც შეეხება რაიონს, გორის #42 მაჟორიტარულ ოლქის ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება, ქალაქის მსგავსად, 13 კანდიდატს შორის მოუწევს

მედეა აბაშიძე - „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“
ტარიელ მიდელაშვილი - „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა“
ბადრი ბასიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
გიორგი მჭედლიძე - „პატრიოტთა ალიანსი“
გრიგოლ მეკარიშვილი - „საქართველოს კომუნისტური პარტია სტალინელები“
ტარიელ კასრაძე - „დავით თევზაძე საქართველო მშვიდობისთვის“
ვალერი კვარაცხელია - „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“
ანზორ ჩლაიძე - ,,ქართული იდეა"
იოსებ სოსიაშვილი - საარჩევნო ბლოკი „თოფაძე ‐  მრეწველები, ჩვენი სამშობლ ო”
მალხაზ ვახტანგაშვილი - „ეროვნული ფორუმი“
თეიმურაზ მურადაშვილი - „თავისუფალი დემოკრატები“
თენგიზ ხუბულური - „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“
ჯაბა იმერლიშვილი - საინიციატივო ჯგუფი

გორის არცერთ მაჟორიტარულ ოლქში სპეცუბანი არ გაიხსნება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, სპეცსიები არ იქნება ჯარისკაცებისთვის, რადგან ამ მოთხოვნით საოლქოსთვის არავი მიუმართავს.

საერთო ჯამში გორის #41 და #42 მაჟორიტარულ ოლქში 93 საარჩევნო უბანი გაიხსნება და 99 436 ამომრჩეველია.

განმარტება: სტატიის თავდაპირველ ვარიანტში მითითებული იყო ორივე მაჟორიტარულ ოლქში 11/11 კანდიდატი, რაზედაც მკითხველს ბოდიშს ვუხდით

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები