ახალი ამბები
საჯარო სკოლებში სათვალთვალო კამერების გათიშვა უკვე დაიწყეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლებში განთავსებულ სათვალთვალო კამერების გათიშვა უკვე დაიწყეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განათლების რესურს-ცენტრში დაუდასტურეს.

რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად გოგუაძის განცხადებით, ვიდეოკამერების გათიშვა განათლების სამინისტროს წარმომადგენლების განკარგულების საფუძველზე ხორციელდება.

სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლების ინფორმაციით, იმ საჯარო სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, სათვალთვალო კამერები გამოირთვება არჩევნების დაწყებიდსას და ჩაირთვება ხმის მიცემის პროცედურების დამთავრებისთანავე.

სათვალო კამერების გათიშვას კასპის რაიონში 8 ოქტომბრის დილის 7 საათიდან აპირებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები