ახალი ამბები
სოფელ ფლევში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოჭიდავეებს ცხვარი გადასცა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ გამარჯვებულ მოჭიდავეებს ცხვარი გადასცა.

ამის ამსახველი ფოტომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ფლევიდან მიაწოდეს.

სიმონ ნოზაძის კონკურენტი კანდიდატის პავლე ლაცაბიძის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას.

სიმონ ნოზაძე კენჭს ,,თოფაძე-მრეწველებიდან" იყრის, ხოლო პავლე ლაცაბიძე დამოუკიდებელი კანდიდატია.

ფლევი სიმონ ნოზაძის მშობლიური სოფელია, სადაც ამ საღამოს ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები