ახალი ამბები
ხვალ გორის ქალთა კამერული გუნდი ევროპაში მიემგზავრება
გორის ქალთა კამერული გუნდი ხვალ ევროპაში მიემგზავრება.

გუნდის წევრები და ხელმძღვანელები საქართველოს 8 ოქტომბერს, 17:25 წთ-ზე დატოვებენ.

ევროპული ტურნეს ფარგლებში გორის კაპელა სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ბრიტანეთში მოღვაწე ქართველ მომრღერალთან ქეთი მელუასთან ერთად, იმღერებს.

,,ჩვენო საყვარელო გულშემატკივრებო!
ნელ-ნელა ახლოვდება გორის ქალთა კამერული გუნდის გამგზავრების წუთები (8 ოქტომბერი 17:25) და ძალიან ვნერვიულობთ... 
მივდივართ და თქვენი მხარდაჭერის და უსაზღვრო გულშემატკივრობის იმედით ვტოვებთ საქართველოს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავბრუნდეთ უდიდესი წარმატებით და თქვენ ისევ და ისევ იამაყოთ ჩვენით!
გ ო რ ი ს ქ ა ლ თ ა კ ა მ ე რ უ ლ ი გ უ ნ დ ი
თ ქ ვ ე ნ თ ვ ი ს ა რ ს ე ბ ო ბ ს "

ქეთი მელუას ოფიციალური საიტის ცნობით, ევროპული ტურნე 28 ოქტომბერს გერმანიიდან დაიწყება, გაგრძელდება საფრანგეთში, ბელგიაში, დანიაში, პოლონეთში და 3 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში, (კერძოდ, ლონდონის შემდეგ შოტლანდიაში) დასრულდება.

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი გორის ქალთა გუნდთან ერთად კონცერტებს გამართავს ფრანკფურტში, ნიურნბერგში, მიუნხენში, უტრეხტში, დიუსელდორფში, პარიზში, კიოლში, ოლბურგში, კოპენჰაგენში, ვროცლავში, ტორუნში, ბერლინში, ჰამბურგში, ბაზელში, ციურიხში, ბრიუსელში, გუილდფორდში, ბრისტოლში, საუთჰემპტონში, ლონდონში, ლივერპულში, ბირმინგემში, მანჩესტერში და გლაზგოში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები