ხმის მიცემის პროცედურები ქალაქ გორის 22-ე უბანზე დაგვიანებით
დაიწყო.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის" შტაბიდან აცნობეს.
პარტიის წარმომადგენლის ცნობით, საუბნო კომისიის თავმჯდომარე
რესგიტრაციაში დამკვირვებლებს არ ატარებდა.
,,დილის შვიდ საათზე მოვედით, კომისიის თავმჯდომარე დამკვირვებლებს
რეგისტრაციაში არ ატარებდა. პროცედურები გაიწელა და, შესაბამისად,
ზუსტად 8 საათისთვის უბანი არ გაიხსნა" - აცხადებს პარტიის
წარმომადგენელი კახა ლობჟანიძე.
საუბნო კომისიის წევრების თქმით, ადგილი ჰქონდა უმნიშვნელო ფაქტს და
პირველი ამომრჩეველიც მიიღეს.
სტატიის გამოყენების პირობები