ახალი ამბები
დოესში ამომრჩეველთა სამაგიდო სიები დაზუსტდა
კასპის მაჟორიტარულ ოლქში სოფელ დოესის საარჩევნო უბანზე სამაგიდო სიები დაზუსტდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დამკვირვებლებმა განუცხადეს.

სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის მოთხოვნით, სამაგიდო მონაცემებში გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა სიები არ იყო წარმოდგენილი.

საუბნო კომისიის თავმჯდომარეს ანა ოხანაშვილს დამკვირვებელმა მითითება მისცა.

კომისიის თავმჯდომარემ მითითება შეასრულა და სამაგიდო მონაცემებს დამატებით 32 ამომრჩევლის სია დაურთო.

დოესის უბანზე 1196 ამომრჩეველია, სპეცსიაში 5 ამომრჩეველი, ხოლო, გადასატან ყუთზე 32 ამომრჩეველია გათვალისწინებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები