ახალი ამბები
ირაკლი ალასანიამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა
გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია არჩევნებზე ხმის მისაცემად დილით მივიდა.

..თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა ხმა გორის 82-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

ხმის მიცემის შემდეგ მოსახლეობას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა.

,,დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩაივლის მშვიდად და ყველას მიეცემა საშუალება საკუთარი შინაგანი რწმენით მიიღოს გადაწყვეტილება. მოვუწოდებ ხალხს აქტიურობისაკენ. არ დარჩეთ სახლში, გამოდით და ყველამ მიეცით ხმა უკეთეს მომავალს.“ - განაცხადა გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები