ახალი ამბები
ხაშურსა და ქარელში 12:00 საათის მონაცემები საოლქო კომისიებმა გამოაქვეყნეს
ხაშურის 35-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობა გამოაქვეყნა.

ხაშურის #43 მაჟორიტარულ ოქლში 12 საათის მონაცემებით 8 544 ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი. ეს რიცხვი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 17,09%-ია.

ხაშურის 35-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 49 946 ამომრჩეველი და 52 საარჩევნო უბანია.

12 საათის შედეგები ცნობილია ქარელშიც, #40 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი მოქალაქეობრივი მოვალეობა 9 727 მოქალაქემ მოიხადა, ეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20,97%-ია.

 

 

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები