გორში სამეფო ქუჩაზე საარჩევნო მასალებით დატვირთული ავტობუსი
დგას.
ამის ამსახველ ფოტოებს ,,თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი
ავრცელებს.
მასალები ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატს ბადრი ბასიშვილს ეკუთვნის.
ავტობუსზე მითითებულია წარწერა ძევერა-შერთული.
,,დემოკრათები“ ეჭვობენ, რომ ტრანსპორტი საარჩევნო კარუსელისთვის
სჭირდებათ.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ,,ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის ბადრი
ბასიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ არაფერი იცის.
,,არ ვიცი რა ავტობუსებზეა საუბარი. მსგავსი ხერხებით არჩევნებში
მონაწილეობა არ არის საჭირო, რადგენ ჩვენ ისედაც მოვიგებთ ამ
არჩევნებს". - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები