კასპის მაჟორიტარული ოლქის ერთ-ერთ უბანზე, სოფელ თეზში დამკვირვებელს
ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის მითითების უფლებას არ ძლევდნენ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენთრს ,,სამართლიანი
არჩევნებიდან“ აცნობეს.
დამკვირებლი ეკა ბურდული ითხოვდა სადემონსტრაციო ოქმებში ფანქრით
შეტანილი მონაცემების წაშლას.
იგი კომისიის წევრებს მოუწოდებდა საწერი კალმის გამოყენებას.
აღნიშნული მითითება საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს ჩანაწერთა
წიგნში არ შექონდა.
დამკვირვებლის განცხადებით თავჯდომარემ მას უყვირა - ყველა შენი
ნაჯღაბნი როგორ შევიტანო ჩანაწერთა წიგნშიო.
საოლქო კომისიის ჩარევით აღნიშნული დარღვევა გამოსწორდა.
სტატიის გამოყენების პირობები