ახალი ამბები
ზღუდერში ხმის მისაცემად მისული მამაკაცი გარდაიცვალა

ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში საარჩევნო უბანთან მისული 86 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ზღუდერიდან აცნობეს.

წინასწარი ინფორმაციით მამაკაცი შეუძლოთ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც და განმატავს, რომ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია.


 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები