ახალი ამბები
საქადაგიანოში ამომრჩევლები პირადობის ასლებით მივიდნენ
ეთნიკურ აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ საქადაგიანოში რამდენიმე ამომრჩეველი უბანზე პირადობის ასლებით მივიდა.

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის ცნობით, აღნიშნულ უბანზე ბევრი პირადობის მოწმობის გარეშე გამოცხადდა.

კაბინაში კი, ბიულეტენი იპოვეს, რომელზეც შემოხაზული იყო 5 ნომერი.

დამკვირვებლის შენიშვნით, ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელს ბროშურა უკან გაატანეს, ხოლო კომისიის თავმჯდომარეს მითითება მიეცა, რომ მარკირების პროცედურა ყველა ამომრჩეველს გაევლო.

ერთერთი დამკვირვებელი ამომრჩეველს კაბინაში შეყვა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები