ახალი ამბები
ზემო ხანდაკში ,,ქართული ოცნების" დროშებით მანქანები მოძრაობს
სოფელ ზემო ხანდაკში ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები ავტომანქანებით პარტიული დროშით მოძრაობენ.

ამის ამსახველი ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.

მანქანების კოლონა ერთი სოფლიდან მეორეში გადაადგილდება. ის სოფელ ახალქალაქშიც დააფიქსირეს.

ახალქალაქი კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი მეზურნიშვილის მშობლიური სოფელია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები