ახალი ამბები
გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს USAID-ის მისიის ხელმძღვანელი დაგლას ბოლი ეწვია
გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს USAID-ის მისიის ხელმძღვანელი დაგლას ბოლი ეწვია.

ამერიკელი სტუმარი საარჩევნო მედია ცენტრის მუშაობას გაეცნო.

მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებს უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეებს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის.

მედიაცენტრები ხელს უწყობს საარჩევნო კანდიდატებსა და მათი ოლქების ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

მედიაცენტრები ფუნქციონირებას განაგრძობენ 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით.

მედიაცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები