ახალი ამბები
საოლქო კომისიები 17:00 საათის მონაცემებს აქვეყნებს
17:00 საათის მონაცემებით შიდა ქართლის რეგიონში არჩევნებში მონაწილეობა 96 076 ამომრჩეველმა მიიღო.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიაწოდეს.

უფრო კონკრეტულად, ხაშურის #43 მაჟორიტარულ ოლქში 17:00 საათის მონაცემებით 18 677 ამომრჩეველმა საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირა. პროცენტულად ეს რიცხვი 37,77% -ია

რაც შეეხება ქარელს, #40 მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა ხაშურთან შედარებით მაღალია და 42,26% შეადგენს ციფრები კი ასე გამოიყურება 19 599.

რეგიონში ყველაზე დაბალი აქტივობა კასპია 17:00 საათის მონაცემებით 17 800 ამომრჩეველმა ხმა სასურველ პარტიას და მაჟორიტარს მისცა.

გოროს 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი ოლქი შედის.

#41 ქალაქ გორის ოლქში 19 500 ამომრჩეველი ანუ ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 39% დაფიქსირდა, ხოლო რაიონის #42 ოლქში 20 500, 41%

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები