არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების
განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და
„ჰელფინგ ჰენდი” აკვირდებიან კენჭისყრის პროცედურებს გორში.
18 საათისთვის ფიქსირდება რამდენიმე პრობლემური შემთხვევა, თუმცა
უმეტესწილად ტექნიკური ხარვეზები. დარღვევების დიდი ნაწილი საარჩევნო
ადმინისტრაციის არასათანადო კომპეტენციით აიხსნება.
გორში 2016 წლის 8 ოქტომრბის არჩევნები 18 საათის მდგომარეობით
ფაქტობრივად ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. „ახალგაზრდული
სადამკვირვებლო მისიის“ ფარგლებში, რომლებსაც ზემოთჩამოთვლილი
ორგანიზაციები ახორციელებენ დაფიქსირებული დარღვევების უდიდესი ნაწილი
ტექნიკური ხასიათისაა.
ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ მისიის დამკვირვებლების ზეპირ
მითითებებზე უმეტესწილად ხდება დროული რეაგირება. კერძოდ, ცალკეულ
უბნებში კომისიის წევრების მიერ ფუნქციების არაჯეროვანი შესრულების
შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ საუბნო კომისიის თავმჯდომარემ
ჩაანაცვლა ასეთი წევრები.
ზოგადად საარჩევნო პროცესი განსაკუთრებული დარღვევების ფონზე არ
მიმდინარეობს, თუმცა აუცილებელია, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებმა
გამოიჩინონ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ზედმიწევნით შეასრულონ
საკუთარი მოვალეობები. მივესალმებით მათი მხრიდან დროულ რეაგირებას
ცალკეულ ხარვეზებზე.
განცხადება მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე”,
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)”, „ნაბიჯი
სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ” და „ჰელფინგ ჰენდის” მიერ პროექტის
„ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება
საერთაშორისო ორგანიზაცია „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“
მხარდაჭერით. განცახდების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს
„ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მოსაზრებას.
სტატიის გამოყენების პირობები