ახალი ამბები
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საკუთარ სოფელში ხმა ვერ მისცა
გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გია მჭედლიძემ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კანდიდატის საარჩევნო შტაბიდან აცნობეს. 

,,პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი გია მჭედლიძე საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა.

ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ცხოვრობს. 

საუბნო კომისიამ მას დახმარება ვერ აღმოუჩინა, რადგან სიების გადამოწმების პროცედურები რამდენიმე დღის წინ დამთავრდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები