ახალი ამბები
ლამისყანაში დამკვირვებელი ვადაგასული პირადობის მოწმობით მუშაობდა
ლამისყანის საარჩევნო უბანზე ერთერთი ორგანიზაციის დამკვირვებელი ვადაგასული პირადობის მოწმობით მუშაობდა.

ამის გამო საუბნო კომისიის თავმჯდომარეს მითითება მიეცა.

დამკვირვებელი უბნიდან დაითხოვეს.

აღნიშნულ უბანზე დროის გარკვეულ პერიოდში ნაკადის მომწესრიგებელი ამომრჩეველთა შესვლას ვერ არეგულირებდა და სათანადო მარკირებას არ უტარებდა.

ფაქტის გამეორების გამო საჩივარიც დაიწერა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები