ხაშურის მე-10 უბანზე რეგისტრატორს ბიულეტენები ნაადრევად დააკლდა
ხაშურის მე-10 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს ამომრჩევლებისთვის
გათვალისწინებული ბიულეტენების რაოდენობა ნაადრევად დააკლდა.
საუბნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შეცდომა, სავარაუდოდ,
დათვლის დროს დაუშვეს.
მიუხედავად ამისა, ხმის მიცემის პროცედურა უბანზე არ შეჩერებულა.
კომისიის წევრები საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ,
როდესაც ხმის მიცემის პროცედურა დამთავრდება, უბანი დაიხურება და
შედეგების დათვლას დაიწყებენ.
სტატიის გამოყენების პირობები