ეთნიკური აზერბაიჯენელებით დასახლებულ სოფელ ფერმაში საარჩევნო უბანი
დაგვიანებით დაიხურა.
ამის მიზეზი ამომრჩეველთა ნაკადი გახდა.
პარტიების წარმომადგენლები 20 საათზე უბნის დახურვას ითხოვდნენ, თუმცა
კომისიის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ხმის მიცემის
საშუალება ბოლო ამომრჩეველსაც მისცეს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ ,, საარჩევნო
კარუსელი ტრიალებდა".
აღნიშნულ უბანზე სხვადასხვა სახის დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რაც
ჩანაწერთა წიგნშია აღნიშნული. სოფელი ფერმა კასპის მაჟორიტარულ ოლქში
შედის.
სტატიის გამოყენების პირობები