ახალი ამბები
წინასწარი ინფორმაციით, კარალეთის დევნილთა დასახლების ერთ უბანზე არჩევნები ბადრი ბასიშვილმა მოიგო
კარალეთის დევნილთა დასახლების ერთ უბანზე არჩევნები ბადრი ბასიშვილმა მოიგო.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კანდიდატის საარჩევნო შტაბიდან აცნობეს.

შტაბის წარმომადგენლის ცნობით, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა 184 ხმა მიიღო,

ხოლო ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელმა თემურ ხუბულურმა 162 ხმა.

აღნიშნულ დასახლებაში 1221 ამომრჩეველია რეგისტირებული.

რაც შეეხება სკრის დევნილთა დასახლებას, აქ ბასიშვილმა და ხუბულურმა ხმები გაიყვეს 66/66

სკრის დასახლებაში 198 ამომრჩეველია რეგისტირებული
Print

სტატიის გამოყენების პირობები