ახალი ამბები
ქალაქ გორში ამომრჩეველთა აქტიურობამ 51% შეადგინა
ქალაქ გორში ამომრჩეველთა აქტიურობა 50.91% დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკოს მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 25 655 ამომრჩეველი მივიდა.

ჯამში ქალაქ გორში 50 395 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საქართველოს მასშტაბით კი, 20:00 სთ-ის მდგომარეობით კენჭისყრაში 1, 814, 276-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,63 %-ია

საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 110 საჩივარი. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. ასევე, რამდენიმე საჩივარი შეეხება ხმის მიცემის პროცედურებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები