ახალი ამბები
12:00 ქალაქ გორში 20 უბნის შედეგები
წინასწარი მონაცემებით ქალაქ გორში მეორე ტურია მოსალოდნელი.

20 უბნის მონაცემების მიხედვით, (სულ 41 უბანია) პირველ და მეორე ადგილებს ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი იოსებ მაკრახიძე და ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ინაწილებს.

შედეგები ასე გამოიყურება:

იოსებ მაკრახიძე 33,2% (4138 ამომრჩეველი)
ირაკლი ალასანია 19,41% (2420 ამომრჩეველი)
ირაკლი ოქრუაშვილი 17,28% (2154 ამომრჩეველი)
ალექსი გოგლიძე 16,3% (2063 ამომრჩეველი)

ცესკოს ვებ-გვერდზე ქალაქის მერვე უბნის (პირველი საჯარო სკოლა) მონაცემები არაა შეტანილი, სადაც მეორე ადგილზე გასული ირაკლი ალასანია ირაკლი ოქრუაშვილს დიდი სხვაობით უგებს

ქალაქ გორში ამომრჩეველთა აქტიურობა 50.91% დაფიქსირდა. ცესკოს მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 25 655 ამომრჩეველი მივიდა.

ჯამში ქალაქ გორში 50 395 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები