ახალი ამბები
12:00 ხაშურში 46 უბნის შედეგების მიხედვით სიმონ ნოზაძე ლიდერობს
ხაშურის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი.

ცესკოს მონაცემებით, პირველ მეორე ადგილებს სიმონ ნოზაძე და ვალერი გელაშვილი იყოფენ. ,,ქართული ოცნების" კანდიდატი ვალერი გელაშვილი ,,თოფაძე-მრეწველების" წარმომადგენელთან სიმონ ნოზაძესთან ხმების დიდი რაოდენობით აგებს.

გამოქვეყნებული 46 უბნის მონაცემებით (სულ 52 უბანი) შედეგები ასე გამოიყურება

32,34% - სიმონ ნოზაძე (თოფაძე-მრეწველები) 6592 ამომრჩეველი

22,09 % - ვალერი გელაშვილი (ქართული ოცნება) - 4096 ამომრჩეველი

17,51% - როინ მახარობლიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) - 3570 ამომრჩეველი

8,69 % - ბავლე ლაცაბიძე (დამოუკიდებელი) - 1771 ამომრჩეველი


Print

სტატიის გამოყენების პირობები