ახალი ამბები
გიორგი თოთლაძემ არჩევნები დვანში, ურბნისსა და აგარაში წააგო
,,ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი თოთლაძემ ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად საჭირო ხმები უკვე მიიღო.

რაიონში მეორე ტური არ ჩატარდება, რადგან გიორგი თოთლაძეს მხარი 52,29% - მა დაუჭირა.

ქარელის მუნიციპალიტეტში 46 382 ამომრჩეველია, ცესკოს მონაცემებით, ამ რაიონში კენჭისყრაში მონაწილეობა 24 715 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო მაჩვენებლის 53.29%-ია.

გიორგი თორთლაძეს  ხმა 12 331 ამომრჩეველმა მისცა.

შედეგები ასე გამოიყურება:

გიორგი თოთლაძე - ,,ქართული ოცნება" - 52,29% (12 331 ამომრჩეველი)

ილია ბურჯანაძე - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 19,54% (4 609 ამომრჩეველი)

ვასილ ხანიშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი - 10,83% (2 553 ამომრჩეველი)


ცესკომ 49-ვე უბანი დაითვალა.

გიორგი თოთლაძემ მხოლოდ სამ სოფელში - დვანის, ურბნისისა და აგარის საარჩევნო უბანზე წააგო.

დვანში ილია ბურჯანაძეს 310-მა ამომრჩეველმა, ხოლო გიორგი თოთლაძეს 287-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

აგარაში ილია ბურჯანაძემ 141 ხმა, ხოლო გიორგი თოთლაძემ 129 ხმა მიიღო.

რაც შეეხება ურბნისს, აქ თოთლაძეს კონკურენცია ვასილ ხანიშვილმა გაუწია. ხანიშვილს 367 ხმა, ხოლო თოთლაძეს - 117 ხმა ერგო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები