ახალი ამბები
გორში მეორე ტური გაიმართება
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქალაქ გორის მაჟორიტარულ ოლქში 41-ვე უბნის შედეგები გამოაქვეყნა.

მონაცემების მიხედვით, ქალაქში მეორე ტური გაიმართება.

ერთმანეთს ,,ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ მაკრახიძე და ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დაუპირისპირდებიან.

50 395 ამომრჩევლიან ქალაქში იოსებ მაკრახიძემ 8268 ხმა მიიღო, (33,69%), ხოლო ირაკლი ალასანიამ 4 756 ხმა (19,38%).

ქალაქ გორში საარჩევნო უბნებზე 25 655 ამომრჩეველმა მივიდა, რაც საერთო მაჩვენებლის 50.91%.

პირველი ოთხეული ასე გამოიუირება:

იოსებ მაკრახიძე - 33,69% (8268 ამომრჩეველი)
ირაკლი ალასანია - 19,38% (4756 ამომრჩეველი)
ირაკლი ოქრუაშვილი - 17,33% (4252 ამომრჩეველი)
ალექსი გოგლიძე (ნაციონალური მოძრაობა) 15,91% (3903 ამომრჩეველი)

ალასანიამ მესამე ადგილზე გასულ ოქრუაშვილს 504 ხმით მოუგო, ხოლო პირველ ადგილზე გასულ იოსებ მაკრახიძეს 2512 ხმით ჩამორჩება.

მთავარ ფოტოზე ოიოსებ მაკრახიძე მილოცვებს იღებს
მეორე ფოტოზე: ირაკლი ალასანია წინასაარჩევნო კამპანიის დროს
მესამე ფოტოზე: იოსებ მაკრახიძე წინასაარჩევნო კამპანიის დროს





Print

სტატიის გამოყენების პირობები