ახალი ამბები
კონკურსი „მე – ომბუდსმენი 2016“ დაიწყო!
2016 წლის 10 ოქტომბერს კონკურსი „მე – ომბუდსმენი“ მეშვიდედ დაიწყო.

კონკურსი ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით.

კონკურსი უნიკალურ შანსს აძლევს 13-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს გაეცნონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საფუძვლებს და სახალხო დამცველის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობას.

კონკურსი შედგება სამი რაუნდისგან. პირველი და მეორე ტურები ტარდება ინტერნეტის საშუალებით, სახალხო დამცველის ვებ-გვერდის www.ombudsman.ge ქვედა მენიუში იხილეთ თავი მე–ომბუდსმენი, ხოლო მესამე, ფინალური რაუნდი გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის თბილისის და რეგიონალურ ოფისებში.

პირველი რაუნდის ფარგლებში, 2-2 მოსწავლისაგან შემდგარმა გუნდმა არა უგვიანეს 2016 წლის 24 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე უნდა უპასუხოს 30 ტესტურ კითხვას; მეორე რაუნდში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს გუნდი, რომელიც მინიმუმ 20 კითხვაზე გასცემს სწორ პასუხს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები