ახალი ამბები
გორის ქალთა გუნდმა და ქეთი მელუამ ერთობლივი რეპეტიციები უკვე დაიწყეს
გორის ქალთა კამერული გუნდი ლონდონში ქეთი მელუასთან ერთად რეპეტიციებს უკვე გადის.

ბრიტანეთში მოღვაწე პოპულარულ ქართველ მომღერალთან პირველი შეხვედრის კადრები გუნდის ხელმძღვანელობამ უკვე გაავრცელა.

ქეთი მელუამ გორელ მომღერლებს საჩუქარი დაახვედრა და თითოეულ მათგანს ახალი ალბომის დისკები გადასცა.  ახალ დისკში, რომლის სახელწოდებაა ,,ზამთარში", ერთობლივი ნამუშევრებია შესული.

ქეთი მელუა და ქალთა გუნდის წევრები ევროპულ გასტროლებს 28 ოქტომბრიდან იწყებენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები