ახალი ამბები
ალასანიამ ოქრუაშვილს 41 უბნიდან 27 უბანზე მოუგო
გორის მაჟორიტარულ ოლქში ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მეორე ტურშია.

ის ,,ქართული ოცნების" კანდიდატს იოსებ მაკრახიძეს 2 512 ხმით ჩამორჩება.

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა 504 ხმით ასევე ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აჯობა, რომელიც თავის მხრივ გამარჯვებას წინასწარ აანონსებდა.

ალასანიამ ოქრუაშვილს 27 უბანზე მოუგო, ხოლო მასთან 14 უბანზე დამარცხდა. ოქრუაშვილმა კი, ყველა მათგანი ჭალის დასახლებაში, კომბინატის ერთ უბანზე და ორ სოფელში: სვენეთში და რეხაში დაამარცხა.

ალასანიამ ოქრუაშვილს აჯობა ქალაქის ცენტრალური ქუჩების ყველა უბანზე, წმინდაწყალზე, ვერხვებზე, კვერნაკზე, სადგურზე, წყაროსუბანში, ხოლო კომბინატში ერთ უბანზე. რაც შეეხება სოფლებს, მეორე ადგილი დაიკავა ტინისხიდსა და ბერბუკში. ხოლო წმინდაწყალზე, კაჩინსკების ქუჩაზე ხელისუფლების კანდიდატსაც მოუგო.

,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 2016 წლის 10 აგვისტოდან გახდა, როდესაც რეგიონალური შტაბის უფროსმა თამაზ შიოშვილმა პარტია დატოვა და კანდიდატობაზეც უარი თქვა.

50 395 ამომრჩევლიან ქალაქში იოსებ მაკრახიძემ 8268 ხმა მიიღო, (33,69%), ხოლო ირაკლი ალასანიამ 4 756 ხმა (19,38%). ირაკლი ოქრუაშვილმა 4 252 ხმა, (17,33%); ხოლო ალექსი გოგლიძემ (ნაციონალური მოძრაობა) 3 903 ხმა (15,91%)

გამოყენებულია ghn.ge-ს ფოტო

იხ. მონაცემები დეტალურად:
Print

სტატიის გამოყენების პირობები