ახალი ამბები
,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი მეორე ტურზე უარს ამბობს
,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გორის მაჟორიტარულ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.

ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკიდან დროებით გადის და წინასაარჩევნო კამპანიას წყვეტს.

ალასანიამ გორელ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ არჩევნებს არ ენდობა.

,,მე ვწყვეტ კამპანიას იმიტომ, რომ იმ დაპირებების, იმ შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა ერთიანი ჩანაფიქრით პარლამენტში. არჩევნების შედეგებმა ამ დანაპირებების განხორციელების შესაძლებლობა არ მოგვცა, ამიტომ,  მადლობელი ვარ თითოეული ხმისთვის, რომელმაც გორელებმა მომცეს. დანარჩენი 4 წელი არის ძალიან დიდი დრო, ეს არის დრო, რომელიც არავინ უნდა გავფლანგოთ. ვინაიდან ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენა მოვახდინოთ, ამიტომ, გადავწყვიტო ვაკეთო ის საქმე, რომელიც უფრო მეტ სარგებელს მოუტანს საქართველოს. მე, აუცილებლად, სადაც არ უნდა ვიყო, დავრჩები საქართველოს ჯარისკაცად. ის არჩევანი, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემ მათ არჩევანს, მე მაინც არ მჯერა ამ არჩევნების. ამიტომ, პარტია აგრძელებს მუშაობას, რომ უკეთესი შემადგენლობით შეხვდეს ადგილობრივ არჩევნებს" - აღნიშნა ალასანიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები