ახალი ამბები
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. განცხადებები მიიღება 15 ოქტომბრის ჩათვლით. სამუშაო ადგილი – გორი; განცხადების გამოგზავნამდე ყურადღებით გაეცანით მოთხოვნებს.

მოვალეობები: ახორციელებს საინფორმაციო ცენტრის საგადასახადო აღრიცხვას; ამზადებს დღგ-ის, საშემოსავლო, ასევე, ყოველწლიური მოგებისა და ქონების დეკლარაციების დოკუმენტებს; დირექტორთან შეთანხმებით და კონტროლის შემდეგ წარუდგენს შესაბამის სამსახურებს;

მოთხოვნები: აუცილებელია საბუღალტრო პროგრამების ცოდნა; ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა; ურსები/ტრენინგები ბუღალტერიასა და ფინანსებში; ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, რუსული და ინგლისური - მომხმარებლის დონეზე.

თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 100 სიტყვა) გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრებისთვის დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
Print

სტატიის გამოყენების პირობები