ახალი ამბები
სოფლის პროგრამის ფარგლებში ვარიანში ქორეოგრაფიული ცეკვის დარბაზი გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში ქორეოგრაფიული დარბაზი გაიხსნა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის წარმომადგენლის ცნობით, დარბაზის რეაბილიტაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ქორეოგრაფიული სტუდია ანსამბლ ,,ლაჟვარდს" გადაეცა. საკრებულოს წევრის ილია დავითიძის თქმით, სტუდია 100-მდე ბავშვს მოემსახურება.

ანსამბლის ხელმძღვანელს ნინო გამხიტაშვილს ახალი სტუდიის გახსნა ცნობილმა მოცეკვავემ, სუხიშვილების ანსამბლის სოლისტმა ომარ ხუბაევმა მიულოცა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები