ახალი ამბები
ჯავის რაიონის ხუთ სოფელში სასმელი წყლის მილები გაჰყავთ
ჯავის რაიონის ხუთ სოფელში სასმელი წყლის მილები გაჰყავთ.

ოსური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, უახლოეს ხანებში აღნიშნულ დასახლებებს წყლის პრობლემა მოუგვარდება.

რაიონის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებით, ეს სოფლებია წრუ, ჩიმასი, კიროვი, ჩასავალი და შუშიტა.

გარდა სასმელი წყლის პროექტისა, ამ მაღალმთიანი სოფლებისთვის მისასვლელი გზებიც რემონტდება. 

ჯავის რაიონში გზები წვიმებმა ივლისში დააზიანა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები