ახალი ამბები
გორში შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს განახლებული შენობა გაიხსნა
გორში შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს განახლებული შენობა გაიხსნა.

ოფიციალურ ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი დაესწრნენ.

პრეს-სამსახურის ცნობით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ძველი სახანძრო-სამაშველო შენობა გაარემონტა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახორციელა.

განახლებული შენობა თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, აშენდა ახალი სასწავლო კოშკურა.

შს მინისტრმა სამმართველოს რეაბილიტირებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და ახალი ავტოფარეხები დაათვალიერა.

განახლებულ შენობაში 46 მეხანძრე-მაშველი და ადმინისტრაციის 8 თანამშრომელი იმუშავებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები