ახალი ამბები
ტროტუარზე კაფე შენდება
გორში, სტალინის გამზირზე მდებარე ტროტუარზე კაფე იხსნება.

ამის შესახებ ნებართვა გორის მერიამ გასცა.

მერიის პრეს-სამსახური ჟურნალისტების ზარებს უკვე ელოდებოდა.

,,ნებართვა გაცემულია და ღია კაფეს აშენებენ. ვადების თაობაზე შეგიძლიათ ხელშეკრულება გაითხოვოთ" - გვითხრეს პრეს-სამსახურში.

ღია სავაჭრო ობიექტს ,,ნამცხვრის სახლი" აფართოებს.  ნამცხვრის სახლი ნინო ყანჩაველს, ცნობილი მოკრივის გიორგი კანდელაკის მეუღლეს ეკუთვნის.

ანონსი: ხვალ ღია კაფეს პრეზენტაცია გაიმართება (PHOTO)
Print

სტატიის გამოყენების პირობები