ახალი ამბები
ანონსი: ხვალ ღია კაფეს პრეზენტაცია გაიმართება (PHOTO)
ქალაქ გორში ,,ნამცხვრის სახლის" წინ მშენებარე ღია კაფეს პრეზენტაცია 13 ოქტომბერს 16 საათზე გაიმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პროექტის ხელმძღვანელი ნინო ყანჩაველი ესაუბრა.

მისი თქმით,  ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა და საკუთრებაში ტროტუარის გადაცემის ფაქტს ადგილი არა აქვს.

ნინო ყანჩაველი პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს და დაინტერესებულ პირებს  იჯარით გადაცემულ ტრიტორიაზე დროებითი ობიექტის პირობებს გააცნობს.

ღია კაფეს მშენებლობაზე ნებართვა გორის მერიამ 2016 წლის ივლისში გასცა. გორის მერის მრჩეველი შალვა ტლაშაძე ამბობს, რომ სტანდარტები დაცულია, ხოლო იჯარა 4 წლით  საკრებულოს ნებართვით ივლისში გაიცა.

,,ფეხით მოსიარულეებისთვის დატოვებულია 1მ 84 სმ სიგანის გზა.  კონსტრუქცია ნებისმიერი მოქალაქესთვის პრობლემას არ ქმნის, არც შშმ პირებს. სტანდარტის მიხედვით, ტროტუარის სიგანე 0,80 მ. ასე, რომ ეს ინოვაციური პროექტი კატასტროფას არ წარმოადგენს. ტროტუარებზე ღია კაფეები ნორმალურია, ამას ნახავთ ფილადელფიალში და ბევრ სხვა მსოფლიოს ულამაზეს ქალაქებში" - აცხადებს შალვა ტლაშაძე.



Print

სტატიის გამოყენების პირობები