ახალი ამბები
შენობა–ნაგებობების უსაფრთხოების წესების შესახებ გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართება
13 ოქტომბერს, 10:30 სთ–ზე, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაშია საინფორმაციო შეხვედრა შენობა–ნაგებობების უსაფრთხოების წესების შესახებ გაიმართება.

შეხვედრას დაესწრებიან შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის წარმომადგენლები, შიდა ქართლის რეგიონში შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, ,,შენობა–ნაგებობების ინსტიტუტი – საქართველოს“ წარმომადგენლები და არქიტექტორები.

2016 წლის 28 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი ,,შენობა ნაგებობების უსაფრთხოების წესები“, რომელიც ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვარს.

აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს შენობის დაგეგმარების, სახანძრო უსაფრთხოების, გასავლელი საშუალებების და სხვა მოთხოვნებს შენობის დაპროექტების, მშენებლობისა და გამოყენების პროცესში.

ტექნიკური რეგლამენტის უკეთ დანერგვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამა ,,მმართველობა განვითარებისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება ,,შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესების დანერგვის“ პროექტი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები