ახალი ამბები
ებრაელი ხალხი მიტევებისა და გამოსყიდვის დღეს აღნიშნავს
ებრაელი ხალხი იომ-ქიფურის დღესასწაულს აღნიშნავს.

-“მიტევების დღე”, “გამოსყიდვის დღე” - იუდაიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა დღესასწაულია; ამ დღესასწაულის უმთავრესი მიზანი განვლილი წლის გაანალიზება და დანაშაულის მონანიებაა.

2016 წელს იომ ქიფური 11 ოქტომბერს დაიწყო და 12 ოქტომბრის საღამომდე გასტანს.

ყოველ შემოდგომაზე, როშ ჰაშანას გასვლიდან მეათე დღეს, ყველა ებრაელი ყოველგვარ საქმიანობას აჩერებს და მარხულობს. 25 საათიანი მარხვა მზის ჩასვლიდან იწყება და მომდევნო საღამოს სრულდება.

ღვთისმსახურება სინაგოგებში მზის ჩასვლამდე ნახევარი საათით ადრე იწყება. ღრმადმორწმუნე ებრაელები კი არჩევენ მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ სინაგოგებში, იმისთვის რომ სინანული გამოხატონ ჩადენილი ცოდვების გამო და ღვთისგან მიტევება ითხოვონ.

სახალხო დამცველი ებრაელ ხალხს იომ-ქიფურის დღესასწაულს ულოცავს. საქართველოს სახალხო დამცველი ებრაელ ხალხს ამ დიდ დღესასწაულს ულოცავს და მხნეობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

ისტორიკოსების აზრით, (როინ მეტრეველი: ,,ებრაელები საქართველოში") ებრაელების უდიდესი ნაკადი მცხეთაში ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II მიერ იუდეას განადგურების შემდეგ დასახლდა. ისინი მცხეთიდან გადავიდნენ საქართველოს სხვადასხვა მხარეში.

ებრაელები მაშინ მოვიდნენ საქართველოში როცა ჯერ კიდევ აქ არ არსებობდა გვარები, ამიტომ ებრაელების გვარების წარმოქმნა საერთო ქართულ პრინციპებს ემორჩილება და ქართული შინაარსის მქონეა.

ებრაული ცხოვრების ცენტრად თბილისი ითვლება. თბილისის გარდა პატარა ებრაული თემები არის ქუთაისში, გორში, ბათუმში, სურამში, ქარელში, ახალციხეში

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები