ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში მიტროპოლიტ თადეოზის სახელობის აუდიტორია გაიხსნა
გორის უნივერსიტეტში, იქ სადაც მეუფემ სტუდენტობა გაატარა, გაიხსნა მეუფე თადეოზის სახელობის აუდიტორია.

უკვე გამოფენილია მისი მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები და გამოუქვეყნებელი ხელნაწერები.

12 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მიტროპოლიტ თადეოზის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა და თამარ თაგვაძის ფილმ - "და გათავდება ყველა ტკივილი“ (მეორე ნაწილი) პრეზენტაცია მოეწყო.

ფილმი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ, გიორგი სოსიაშვილის თანადგომით გადაიღეს.

საღამოს ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ლიტერატურული საზოგადოება "ვერკვლისციხელის" (მ.ხარხელაური, გ.ფარეშიშვილი) , "მიტროპოლიტი თადეოზის სახელობის ფონდის" (მ.იორამაშვილი), გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის (ლია დავითიშვილი) და მეუფე თადეოზის ოჯახის წევრები.

გორში მიტროპოლიტ თადეოზის ხსოვნის საპატივსაცემოდ ღონისძიება გაიმართება
Print

სტატიის გამოყენების პირობები