ახალი ამბები
სოფელ ყელქცეულამდე ახალ ასფალტს აგებენ
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ყელქცეულამდე ახალ ასფალტს აგებენ.

სამუშაოები გზის 1,5 კმ - იან მონაკვეთზე ხორციელდება.

გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ყელქცეულში 30 წელია, რაც გზის საფარის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.

ამჟამად, ასფალტის საფარიანი გზის რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა სოფელ სკრის 400 მ -იან მონაკვეთსა და სოფელ რეხაში გზის 250-მეტრზე.

დასრულდა გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში გზის ორმოული შეკეთებაც. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები