ახალი ამბები
ამერიკაში მცხოვრები ქართველი რეჟისორი სტალინის შესახებ ფილმს იღებს
ამერიკაში მცხოვრები ქართველი რეჟისორი საკონკურსოდ სტალინზე ფილმს იღებს.

გადაღებები გორში მიმდინარეობს. ეპიზოდებში კი, გორის თეატრის მსახიობები, კულტურის სფეროს მუშაკები და ახალგაზრდებიც მონაწილეობენ.

გორის თეატრის მსახიობის მერაბ ჭანკოტაძის თქმით, ფილმი მოკლემეტრაჟიანი, რომელიც თავისი დატვირთით სერიოზული ნამუშევარი იქნება.

,,ეს ფილმი არ იქნება არც კომიკური და არც რაიმე მსგავსი ფორმის, მას ახალგაზრდა რეჟისორი იღებს, თბილისელია და საკონკურსოდ ამერიკაში მიაქვს, იქ სწავლობს" - ამბობს მერაბ ჭანკოტაძე.

ერთერთი სცენა გორის კულტურის სახლში გადაიღეს. გადაღებები ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზეც განხორციელდა. შინაარსი ამ ეტაპზე უცნობია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები