ახალი ამბები
ვლადიკავკაზთან მოსკოვი-ერევნის ავტობუსი ავარიაში მოყვა
რეისი მოსკოვი-ერევანი ვლადიკავკაზი-ბესლანის გზაზე ავარიაში მოჰყვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,სპუტნიკი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის, 10-15 წლის ბავშვები, დაშავებულები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამგზავრო ავტობუსში 60 მგზავრი იმყოფებოდა. იგი საპირისპიროდ მოძრავ მსუბუქი ავტომანქანებით დატვირთულ ტრაილერს შეეჯახა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები