ახალი ამბები
ოსური მხარე გამყოფ ხაზთან საინფორმაციო ნიშნების დაყენებას გეგმავს
ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათსა და საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიას შორის, საინფორმაციო ნიშნების დაყენებას გეგმავს.

ამის შესახებ ერგნეთის სამშვიდობო მოლაპარაკების მონაწილემ დავით სანაკოევმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქმის კურსში ქართული მხარე  უკვე ჩააყენა.

საინფორმაციო ნიშნების დაყენება, ძირითადად, იმ ადგილებში მოხდება, სადაც მავთულხლართები არაა გამბული.

,,საინჟინრო ნაგებობების მოწყობა ყველგან ვერ მოხერხდა, რადგან ამას გარკვეული ფინანსური საშუალებები ჭირდება. ამიტომ, გადავწყვიტეთ საზღვარზე სპეციალური ნიშნები დავაყენოთ" - აცხადებს სანაკოევი.

იგი აღნიშნავს, რომ ხშირია გამყოფი ხაზის გადაკვეთის ფაქტები, როგორც ერთი მხრიდან, ასევე, მეორე მხრიდან.

სანაკოევმა იმ ოჯახების შესახებ ისაუბრა, რომელთა სახლები გამყოფ ხაზზე მდებარეობს. ასეთი 10 ოჯახია. ეს ოჯახები საქართველოს იურისდიქციის ქვეშ  მყოფ სოფელ ზარდიანთკარში ცხოვრობს.

,,რაც შეეხება სოფელ ზარდიანთკარსა და ხელჩუას შორის მცხოვრებ ოჯახს, მათ შეძლიათ საზღვრის გადაკვეთა პასპორტების საშუალებით. ოღონდ, ეს უნდა მოხდეს შუადღის საათებში" - განაცხადა დავით სანაკოევმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები