კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასრულდა დოკუმენტების ერთთვიანი
შემოწმების პროცედურა.
კურორტ გოსტიბემდე მისასვლელი 14,5 კმ-იანი გზის მონაკვეთის
მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სამშენებლო - სამონტაჟო
საექსპლოატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალმა“ ითავა.
ბოლო დოკუმენტი (საბანკო გარანტია) კომპანიის საქართველოს ფილიალის
წარმომადგენელმა გამგეობას 10 ოქტომბერს ჩააბარა. ამავე დღეს
ხელშეკრულებაც უნდა გაფორმებულიყო.
პირობების მიხედვით, მშენებლებმა გზის მობეტონება ხელშეკრულების
გაფორმებიდან 10 დღის ვადაში უნდა დაიწყონ და 2016 წლის ბოლომდე
დაასრულონ.
ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსების ცხავერი-გოსტიბეს
გზის რეაბილიტაცია 625 500 ლარი დაჯდება.
გოსტიბე კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის თემში, თრიალეთის ქედის
ჩრდილოეთ მთისწინეთში მდებარეობს, მდინარე გოსტიბესწყლის ნაპირებზე;
ზღვის დონიდან 1550 მეტრზე.
სოფლის სტატუსი დაუბრუნდა 1980 წლის 11 სექტემბერს. ბოლო მონაცემებით
სოფელში ცხოვრობს 45 ადამიანი.
იხ.რეპორტაჟი
გოსტიბედან
სტატიის გამოყენების პირობები