ახალი ამბები
გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ ქალებს ტრენინგები უტარდებათ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, გუგუტიანთკარისა და ზარდიანკარში მცხოვრებ ქალებს ტრენინგები ჩაუტარდათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ქალთა ასოციაცია ,,თანხმობის'' წარმომადგენლები ავრცელებენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ცნობით, ტრენინგი პროექტის ,,არაძალადობრივი სამყარო ქალებისათვის" ფარგლებში 15 ოქტომბერს ჩატარდა.

ტრენინგს თემაზე ,,ოჯახში ძალადობა'' ესწრებოდნენ კოშკში, გუგუტიანში და ზარდიაანთკარში მცხოვრები ქალბატონები.

,,განვიხილეთ ძალადობის ფორმები და რა დახმარების გაწევა შეიძლება დაზარალებულის დასახმარებლად. ტრენინგმა საინტერესოდ, კითხვა-პასუხის მუშაობის რეჟიმში ჩაიარა. ქალბატონებმა სასურველ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს." - აცხადებენ ორგანიზაცია ,,თანხმობაში"

ტრენინგს ხელმძღვანელობდა ფსიქოლოგი ელენე სამუშია.

მომდევნო შეხვედრა 20 ოქტომბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევში ჩატარდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები