ახალი ამბები
მობილიზებული პატრული ქალაქის ცენტრში
ქალაქ გორის ცენტრალურ ქუჩაზე პატრული იყო მობილიზებული.

ჭავჭავაძის ქუჩაზე, უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს შორის, სამართალდამცავებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით მამაკაცი ნახეს.

ორი ეკიპაჟის წევრების გარდა, შემთხვევის ადგილზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გორის განყოფილების უფროსიც მივიდა.

რამდენი ადამიანის ზეპირი გამოკითხვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაიმე ინციდენტის კვალი გამორიცხა.

,,საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გამოკითხეს უშუალოდ ის მამაკაცი, რომელსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი განცხადებით, იგი ნასვამი იყო, წაიქცა და დაზიანებებიც ამიტომ მიიღო" - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრეს-სამსახურში.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიების ჩატარებაც არ გახდა საჭირო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები